ახალი ამბები

უგულავას თქმით, ავარიის შემდეგ მოსამართლე მოწყვლადი გახდა

18 სექტემბერი, 2015 • • 1116
უგულავას თქმით, ავარიის შემდეგ მოსამართლე მოწყვლადი გახდა

მე ძალიან მიჭირს ამ თემაზე ლაპარაკი. მე არ ვარ ჭორიკანა ივანიშვილი და ღარიბაშვილი, რომლებიც ვიღაცის ბედ-იღბალზე ჭორაობენ. ეს არ არის ჩემი სტილი და მე ასეთი რამ მძაგს… ეს არის ფაქტები, რომლებზეც დასკვნას მე ვერ გამოვიტან. მე შემიძლია ვთქვა შთაბეჭდილება, რომ ამ ინციდენტის შემდეგ ამ ადამიანმა სახე იცვალა. მე ამის იქით ვერ წავალ. ფაქტია, რომ ეს ადამიანი გახდა მოწყვლადი. ფაქტია, რომ ეს იყო მძიმე შემთხვევა. არ ვიცი, ვინ იყო დამნაშავე, 100 წელი არც შევალ ამ საკითხის განხილვაში. მართლა მინდა დავიჯერო, რომ ეს ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ ვიცი, რომ არ იღებს და ფაქტები მოწმობს ამას. ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო, უბრალოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამოვარდა”, – განაცხადა უგულავამ.


საქმე ეხება ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელიც ენმ-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის დასაწყისში მოხდა. ერთმანეთს 6 ავტომობილი შეეჯახა და ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ენმ-ის ცნობით, ავარიაში მონაწილეობდა ლაშა ჩხიკვაძეც. პროკურატურის განცხადებით, ამ ინციდენტში არავის ბრალეულობა არ გამოკვეთილა.



მასალების გადაბეჭდვის წესი