ლიტვა ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს. ლიტვის საგარეო უწყება ამ ფაქტს რუსეთის მიერ ჩადენილ უკანონობად და საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს.
“ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ზეწოლა და აგრესიული პოლიტიკა მისი მეზობლების მიმართ, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება. რუსეთის უკანონო ქმედებები ნდობის აღდგენას ხელს არ უწყობს, პირიქით, უფრო ართულებს რუსეთსა და საერთაშორისო თანამეგობრობას შორის სრულფასოვნის დიალოგის შესაძლებლობას”, – ნათქვამია ლიტვის განცხადებაში.
