“საპასუხოდ კარასინმა დონდუას უთხრა, რომ ამ პრეტენზიებს არასწორ მისამართზე გამოთქვამდა. ნებისმიერი პრობლემა, რომელიც საზღვრებს ეხება, სამხრეთ ოსეთის მხარესთან უნდა იქნას განხილული, რომელსაც, თავის მხრივ, არაერთხელ აქვს მზადყოფნა გამოთქმული დიალოგისათვის საზღვრის დელიმიტაცია/დემარკაციის საკითხებთან დაკავშირებით”, – ნათქვამია მოსკოვის განცხადებაში.
რუსეთის საგარეო უწყების მტკიცებით, ეს ტრაფარეტი ახალი არ არის და იქ 8 აპრილამდეც იდგა.
11 ივლისს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნისა და ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები აღმართეს. თბილისის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა 10 ათასი ჰექტარი მიწა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენის მონაკვეთი.





