აფეთქებამ ორი სადარბაზოს მცხოვრებლები დააზარალა. ადამიანების განცხადებით, საჭიროა დაზიანებული სახლების აღდგენა. თბილისის მერია დაზარალებულებს დროებით საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფას ჰპირდება.
გლდანში, მეექვსე მიკრორაიონის მეორე კორპუსში აფეთქება მოხდა, რამაც შენობის ნაწილობრივი ნგრევა გამოიწვია. ოფიციალური უწყებების ინფორმაციით, კორპუსს ქონდა 3-სართიულიანი მიშენება და აფეთქების შედეგად სწორედ ეს ნაწილი ჩამოიშალა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ აფეთქება, სავარაუდოდ, გაზმა გამოიწვია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქმეზე გამოძიება 2401 მუხლით არის დაწყებული, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
გარდაცვლილია 3 ადამიანი, დაახლოებით 8 – გადაყვანილია საავადმყოფოებში, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.