ახალი ამბები

“ოცნება” ევროპარლამენტს კომისიის შექმნას სთავაზობს, რომელიც უგულავას საქმესაც შეისწავლის- იმედი

12 თებერვალი, 2020 •
“ოცნება” ევროპარლამენტს კომისიის შექმნას სთავაზობს, რომელიც უგულავას საქმესაც შეისწავლის- იმედი

“ქართული ოცნება” ევროპარალამენტს ფაქტების შემსწავლელი კომისიის შექმნას სთავაზობს.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ სტრასბურგში „ქრონიკასთან” საუბრისას განაცხადა.

„კომისია უნდა დაკომპლექტდეს ევროპარლამენტარებით, რომლებიც ეწვევიან საქართველოს და ადგილზე შეისწავლიან, მაგალითად, გიგი უგულავას საქმეს. ფაქტების დამდგენ მისიას ექნება წვდომა ყველა დოკუმენტზე. მისია შეისწავლის როგორც შინაარსს, ასევე პროცედურულ მხარეს“, – განაცხადა კობახიძემ.

ამავე თემაზე

კითხვები უგულავას საქმის დროზეა და არა შინაარსზე – კობახიძე ევროპარლამენტში

მასალების გადაბეჭდვის წესი