ახალი ამბები

პროკურატურა აბაზოვზე გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

12 თებერვალი, 2020 •
პროკურატურა აბაზოვზე გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

პროკურატურის ინფორმაციით, უწყება გაასაჩივრებს გადაწყვეტილებას, რომლითაც მარნეულის ყოფილი მერი,  ჯგუფურად ჩადენილ არაადამიანურ მოპყრობასა და პირადი ინფორმაციის ხელყოფაში დადანაშაულებული თემურ აბაზოვი სასამართლომ გაამართლა.

პროკურატურაში ამბობენ, რომ სააპელაციოს იმის შემდეგ მიმართავენ, რაც მათ ჩაბარდებათ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი.

დღეს, 12 თებერვალს რუსთავის საქალაქო სასამართლომ თემურ აბაზოვი გაამართლა.

ვრცლად:

აბაზოვი: მოწმის თქმით, ალაჰვერდიევმა სახეზე ლუდი წაისვა და არა – შარდი

მასალების გადაბეჭდვის წესი