ახალი ამბებირეკლამა

ალდაგის მხარდაჭერით დისტრიბუციისა და ლოჯისტიკის ფორუმი გაიმართა

12 თებერვალი, 2020 • 1155
ალდაგის მხარდაჭერით დისტრიბუციისა და ლოჯისტიკის ფორუმი გაიმართა

სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხარდაჭერით და ,,ბენე ექსკლუზივი“-ს ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ყოველწლიური მასშტაბურ ღონისძიება „დისტრიბუციისა და ლოჯისტიკის ფორუმი“, რომელიც, წელს „ბიოლ ველნესში“გაიმართა.

ფორუმის ფარგლებში დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციასა და ბენე ჯგუფს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეხვედრის მიზანი არაფორმალურ გარემოში დარგის წევრების შეკრება, ინფორმაციის გაზიარება და სიახლეების გაცნობა იყო. შეხვედრაზე გამომსვლელებმა საქართველოს ლოჯისტიკის ჰაბად ჩამოყალიბების პოტენციალზე და ამ პროცესში სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ჩართულობაზე ისაუბრეს.

შეხვედრის მთავარი მიზანი იყო საქართველოს ლოჯისტიკური ცენტრის შექმნის ინიცირება და გაერთიანებული ძალებით დარგში არსებული აქტუალური საკითხების განხილვა.

ფორუმი მიეძღვნა დისტრიბუციისა და ლოჯისტიკის სფეროში მიმდინარე ტენდენციებს, სიახლეების გაცნობასა და დარგში არსებულ გამოწვევებს. ღონისძიება პანელური დისკუსიების ფორმატში მიმდინარეობდა. აღნიშნულ დისკუსიებში მონაწილეობას იღებდა სადაზღვევო კომპანია ალდაგის წარმომადგენელიც, რომელმაც წარადგინა კორპორატიული სექტორი და ისაუბრა ბაზარზე არსებულ ახალ პროდუქტზე – „ სავაჭრო კრედიტების დაზღვევა’’.

ღონისძიებას როგორც სამთავრობო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი