ახალი ამბები

ნორლანდი: ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას

13 ივლისი, 2015 •
ნორლანდი: ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას

“ერთი მხრივ, არ იცვლება არაფერი, გრძელდება ის, რაც აქამდე ხდებოდა. მეორე მხრივ, ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოს დამცირებისა და პროვოცირებისკენ. ამერიკის შეერთებული შტატებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია უცვლელი რჩება – ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას”, – განუცხადა “რუსთავი 2”-ს რიჩარდ ნორლანდმა.

 

11 ივლისს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, რომლებიც საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის შეფასებით, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს წარმოადგენს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნისა და ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები აღმართეს.

რიჩარდ ნორლანდი
რიჩარდ ნორლანდი

მასალების გადაბეჭდვის წესი