10:15 ვერის ბაღში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განახლებულ ვერის საკალათბურთო დარბაზს გახსნის.
10:30 საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრი პაატა კიკნაველიძე პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ინიციატივა საპოლიციო გამოსახლებებთან დაკავშირებით, რომელსაც პარლამენტი მიმდინარე კვირას განიხილავს; შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფა; მცოცავი ოკუპაცია და სხვა მიმდინარე საკითხები.
მის: უშანგი ჩხეიძის ქ. #23
10:30 სასტუმროში “ჰოლიდეი ინ”, სასამართლო რეფორმის მესამე ტალღის შესახებ დისკუსია გაიმართება. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენლები კოალიციის სახელით შეაფასებენ საერთო სასამართლოების, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და სასამართლო სადისციპლინო პროცესის კანონმდებლობაში წარმოდგენილ ცვლილებებს.
11:00 “რეპორტიორის” პრესკლუბში იურისტი, სამართლის დოქტორი ავთანდილ კახნიაშვილი ბრიფინგს გამართავს.
თემა: “ზვიად სიჭინავამ თანამდებობა უნდა დატოვოს”
11:00 ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მის: უშანგი ჩხეიძის ქ. #23
11:00 თბილისის იუსტიციის სახლში სსიპ “დანაშაულის პრევენციის ცენტრისა” და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროგრამა “მოხალისეს” მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართება.
მის: სანაპიროს ქ. #2, III სართული; თბილისის იუსტიციის სახლი
საკონტაქტო პირი ეკა ბურჭულაძე – 599 729226
11:30 “რეპორტიორის” პრესკლუბში “თავისუფალი თაობის” ლიდერი ლადო სადღობელაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს და ფოტოდოკუმეტნაციას წარმოადგენს.
11:30 მოძრაობა “სახალხო სამართალი” იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციას გამართავს.
მის: ბოჭორმის ქ. #12, იუსტიციის უმაღლესი საბჭო
12:00 “რეპორტიორის” პრესკლუბში “ახალი მემარჯვენეების” ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: საოკუპაციო ზოლთან არსებული ვითარება, ნინო ბურჯანაძის ვიზიტი მოსკოვში, დონალდ ტუსკის გადადებული ვიზიტი.
12:00 საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი #238
12:00 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ძიუდოს აკადემიის არენას გახსნის.
მის: ბელიაშვილის ქ.#5
12:00 ქ. ზესტაფონში “თავისუფალი საქართველოს” ზესტაფონის საკრებულოს წევრის და პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის გივი თუთბერიძის ბრიფინგი გაიმართება.
თემა: ზესტაფონის გამგეობაში და მაჟორიტარის ბიუროში არსებული კორუფცია.
მის: ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა
12:30 “პირველ პრესკლუბში” დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: პასუხი “ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებზე საბიუჯეტო თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით.
მის: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.
12:30 ნაძალადევის რაიონის გამგეობისა და საუნივერსიტეტო კლინიკის თანამშრომლობის ფარგლებში, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩაუტარდებათ.
მის: სანზონა, გუდამაყრის #4, თსსუ ალ. ალადაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა (ყოფილი მე-8 საავადმყოფო)
საკონტაქტო პირები: თათია – 593 88 26 26, ნატა – 593 21 45 21
13:00 “პირველ პრესკლუბში” “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა” ბრიფინგს გამართავს.
თემა: “რა ცვლილებები მოჰყვება პირველადი ჯანდაცვის რეფორმას””.
მის: ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზირი #116, ბიზნეს-ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული.
14:00 იუსტიციის მინისტრი მარნეულში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგელებს შეხვდება და მათ საქართველოს ევროპული არჩევანისა და ქვეყნის ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე ესაუბრება.
მის: ქ. მარნეული. რუსთაველის ქ. #73, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობა, საკონფერენციო დარბაზი.
14:00 საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიაში აღნიშნული აკადემია “ალექსანდრე ქართველის (ქართველიშვილი) საერთაშორისო საზოგადოებასთან” ერთად ღონისძიებას გამართავს, რომელსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რიჩარდ ნორლანდი და სხვა პირები დაესწრებიან.
თემა: “ალქსანდრე ქართველი და ქართულ-ამერიკული ურთიერთობები”.
მის: რუსთაველის გამზ. #52; მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური საბჭოს სხდომათა დარბაზი; მესამე სართ.
14:00 საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩატარდება.
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი #312
14:00 თბილისში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შენობაში “ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის ჩარჩო დოკუმენტი შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტის” საჯარო განხილვა გაიმართება.
მის.: ალ. ყაზბეგის გამზ. №12
საკონტაქტო პირი: ლუიზა ბუბაშვილი 595 21 91 41; მაია ვაშაკიძე 593 32 30 77
14:00 ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატები” მარნეულის მუნიციპალიტეტში, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის გაცნობის მიზნით, “ეთნიკური უმცირესობების ფორუმს” გამართავს.
მის: ქ. მარნეული. რუსთაველის ქ. #73
16:00 თბილისის მედიათეკის შენობაში, ვაკის პარკთან, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ონლაინ თამაშის “პირველი დახმარება” გამარჯვებულებს დააჯილდოებს.
17:00 თავისუფალი სტუდენტური მოძრაობა “მწვანე მუშტი” მაღლივის ხიდთან დაანონსებს 16 ივლისს დაგეგმილ საპროტესტო აქციას. გაკეთდება საგანგებო განცხადება მოძრაობის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.
18:00 სოფელ ხურვალეთში, საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი ე.წ. საზღვრის გადმოწევას გააპროტესტებს.
18:00 საქართველოს სახელმწიფო მოდერნიზაციის ინსტიტუტის ორგანიზებით, თავისუფლების მოედნიდან სოფელ ხურვალეთისკენ დაიძვრება კოლონა, რუსეთის ფედერაციის მცოცავი ოკუპაციის გასაპროტესტებლად.
გაიმართება ახალგაზრდების თეატრალიზებული აქცია რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ.
საკონტაქტო პირი გიორგი კობერიძე – 577 11 71 76
18:00 ჩოხატაურში, ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ფილმის “მე ბაბუა, ილიკო და ილარიონი” ჩვენებას დაესწრება.
19:00 “ბიბლუსი გალერეაში” “ლიბერთინსის” ახალი წიგნის “ძვლების საიდუმლო” პრეზენტაცია გაიმართება.





