ახალი ამბები

ელისაშვილი: საკრებულოს მიერ მოთხოვნილ 300 ბილეთთან კავშირი არ მაქვს

13 ივლისი, 2015 • 1183
ელისაშვილი: საკრებულოს მიერ მოთხოვნილ 300 ბილეთთან კავშირი არ მაქვს

ელისაშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე წერს, რომ საერთოდ არ იცოდა საკრებულოს მიერ ფეხბურთის ფედერაციაში გაგზავნილი წერილის შესახებ და მისთვის ასეთი რამეები კატეგორიულად მიუღებელია.

 

”მიმაჩნია, რომ საჯარო მოხელეებს, პარლამენტის ან საკრებულოების წევრებს დანარჩენი მოქალაქეებისგან პასუხისმგებლობა და ათმაგი შრომა უნდა გამოარჩევდეთ მხოლოდ და მხოლოდ და არაფერი სხვა. საბჭოური ნომენკლატურული პრივილეგიების ინერცია იყო და არის მიუღებელი ჩემთვის,” – წერს ელისაშვილი.

 

ბევრი მეკითხება და ამიტომ ერთბაშად გავნმარტავ – საკრებულოს მიერ მოთხოვნილ 300 ბილეთთან არანაირი კავშირი არ მაქვს. საერთო…

Posted by Alexander Elisashvili on Monday, July 13, 2015

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ადასტურებენ, რომ სახელმწიფო უწყებები და კერძო ორგანიზაციები მათგან უეფას სუპერთასის მატჩის ბილეთების გაყიდვას კორპორაციული წესით ითხოვენ და ფედერაციაში უკვე შესაბამისი უამრავი წერილი აქვთ მიღებული. 

 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისის საკრებულო სფფ-სგან კორპორატიული წესით ითხოვს 300 ბილეთის შეძენას, თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ნიკა მელიამ გაავრცელა.

ალეკო ელისაშვილი
ალეკო ელისაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი