ახალი ამბები

ვოლსკი ეჭვობს, რომ ოპოზიციას მოლაპარაკების შეწყვეტა უგულავას განაჩენამდეც უნდოდა

11 თებერვალი, 2020 •
ვოლსკი ეჭვობს, რომ ოპოზიციას მოლაპარაკების შეწყვეტა უგულავას განაჩენამდეც უნდოდა

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ოპოზიციას მოლაპარაკებების ჩაშლა მანამდე სურდა, ვიდრე გიგი უგულავას დაკავებაზე მიიღებდა სასამართლო გადაწყვეტილებას.

როგორც ცნობილია, იმ დღეს, როდესაც უგულავას განაჩენი გამოცხადდა, ოპოზიცია ლეიბორისტების ოფისში იყო შეკრებილი და ხელისუფლებასთან შესათავაზებლად ალტერნატიულ წინადადებას ამზადებდა, თუმცა, ვოლსკის თქმით, ეს მოდელი ასბურდული და ვენეციის კომისიის დასკვნებთან შეუსაბამოა, რაც მისი აზრით, იმაზე მიანიშნებს, რომ ოპოზიციას მოლაპრაკებების გაგრძელება არ უნდოდა.

“ყოველთვის მქონდა ეჭვი, რომ მოლაპარაკებები არ იყო მთავარი ამოცანა ჩვენი ოპონენტებისთვის. [ოპოზიციის] შემოთავაზებული მოდელი თუნდაც 130/20-თან თუ რაღაც, იმდენად უსაფუძვლოა და შეუსაბამოა ვენეციის კომისიის დასკვნასთან… აქედან კიდევ ერთი დამატებითი ეჭვი ჩნდება, რომ საერთოდ, სანამ გიგი უგულავას თემა წამოვიდოდა წინ, საკმაოდ სერიოზული იყო განზრახვა, რომ ეს მოლაპარაკებები არ შემდგარიყო”, – ამბობს ვოლსკი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი გიგი უგულავას, ასევე თბილისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების, გიორგი საბანაძის, დავით ავალიანის, დავით ალავიძის, ალექსი თაბუაშვილის მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით და ნაწილობრივ დააკმაყოფილა. უგულავას 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. რაც ოპოზიციამ პოლიტიკურ დევნად შეაფასა და ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების რეჟმი გაწყვიტა.

მასალების გადაბეჭდვის წესი