სააღრიცხვო ბარათი მოიცავს ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება უძრავი ქონების სამართლებრივ მფლობელს, სხვადასხვა დროს ვინ იყო მისი მფლობელი, რა ვალდებულებებით იყო და არის დატვირთული (იპოთეკა, იჯარა, ქირავნობა, უზუფრუქტი და ა.შ.).
აღნიშნული 36 რაიონი არის რუსთავი, ქუთაისი, ქობულეთი, ქედა, ხულო, შუახევი, მესტია, წალენჯიხა, გორი, მცხეთა, თიანეთი, ყაზბეგი, გარდაბანი, თეთრიწყარო, წალკა, ფოთი, თერჯოლა, ონი, თბილისი, საჩხერე, ხარაგაული, ხონი, ჭიათურა, ტყიბული, ხობი, ჩხოროწყუ, დედოფლისწყარო, დუშეთი, ბოლნისი, ამბროლაური, ლენტეხი, ცაგერი, წყალტუბო, ბაღდათი, ვანი, სენაკი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უძრავ ნივთებზე რეგისტრირებული მონაცემების ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების შექმნის (არქივირების) პროექტს მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს. ამჟამად არქივირების პროექტი დამატებით 5 რაიონში – სამტრედიაში მარნეულში, ლანჩხუთში, ამბროლაურსა და სენაკში მიმდინარეობს. დასამუშავებელი მასალის რაოდენობა ამ რაიონებში 3834 ბაინდერს შეადგენს.
ხოლო მთელი საქართველოს მასშტაბით, არქივირების პროექტის შედეგად სულ 26 552.5 ბაინდერია დამუშავებული, დასამუშავებელია კიდევ 31 491.5. მასალის მოცულობისა და სპეციფიკის გათვალისწინებით პროექტის დასრულება 2017 წლისთვის არის დაგეგმილი.
საჯარო რეესტრის ცნობით, პროექტში 108 თანამშრომელია დასაქმებული.
რეესტრის განმარტებით, არქივირების პროექტი ხელს უწყობს საჯარო რეესტრის ისეთი სტრატეგიული ამოცანების შესრულებას, როგორიცაა ქვეყნის მასშტაბით ერთიანი სარეგისტრაციო პოლიტიკის შემუშავება, რეგისტრაციის სწრაფად და ხარისხიანად წარმოება, მონაცემთა ბაზებში ინფორმაციის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა, ინფორმაციის დაცვა, სარეგისტრაციო მონაცემებში არსებული ხარვეზების გამოვლენა, მონაცემთა ბაზების სრულყოფა და ზუსტი სტატისტიკური მონაცემების შექმნა, სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის დისტანციური არხების განვითარება (სარეგისტრაციო მონაცემების ცენტრალიზება) და სხვა
