როგორც “ნეტგაზეთს” ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურში უთხრეს, მონიტორის გათიშვის მიზეზი კაბელის დაზიანება გახდა: “რა ინფორმაციასაც ვფლობთ, დაზიანებულია კაბელი და მონნიტორი გაითიშა. ჩვენი ტექნიკოსები ადგილზე მუშაობენ”.
როდის ჩაირთვება მონიტორი, ფეხბურთის ფედერაციაში ვერ აკონკრეტებენ.
ფეხბურთის ფედერაციამ ვაკის პარკის კიბეების ზემოთ დადგა მონიტორი, სადაც გულშემატკივრები დაინახავენ, რამდენი ბილეთი გაიყიდა. შს სამნისტროს თანამშრომლები და ფეხბურთის ფედერაციის სტიუარდები გულშემატკივრების მიერ შედგენილი სიების მიხედვით 50 ადამიანს 20-წუთიანი ინტერვალით უშვებენ სალაროების მიმართულებით.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროები დღეს, 09:00 საათზე გაიხსნა.
GFF–ის განცხადებით, ერთ ადამიანზე გაიყიდება 4 ბილეთი. ბილეთების ფასია 18, 35 და 75 ლარი. სულ 22 ათასი ბილეთი გაიყიდება.
11 აგვისტოს სუპერთასის ფინალში ერთმანეთს “ბარსელონა” და “სევილია” დაუპირისპირდებიან.
თავდაპირველად, სუპერთასის ბილეთები biletebi.ge-ის უნდა გაეყიდა, თუმცა ხარვეზების გამო გულშემატკივრებმა ბილეთების ონლაინ შეძენა ვერ შეძლეს.