საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბის მსოფლიო რეიტინგში იტალიელ მორაგბეებს გაუსწრეს.
World Rugby-ს ბოლო, 11 თებერვლის მონაცემებით, მსოფლიო რეიტინგში ბორჯღალოსნები მ3-12 ადგილს იკავებენ 72.70 ქულით. იტალიის მორაგბეთა ნაკრებს კი 72.04 ქულა აქვს და რეიტინგში მე-13 ადგილზე გადაინაცვლა.
რაგბის ფედერაციის ცნობით, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში მადრიდში, ესპანეთის ნაკრების 23:10 ძლევით, ბორჯღალოსნებმა 1,07 სარეიტინგო ქულა მიიღეს, იტალიას გადაასწრეს და მე-12 ადგილზე დაბრუნდნენ.
ამ გამარჯვების შემდეგ ბორჯღალოსნებს 72,70 სარეიტინგო ქულა აქვთ და 0,66 ქულით უსწრებენ იტალიას, რომელიც გასულ კვირაში ექვს ერზე საფრანგეთთან 22:35 დამარცხდა.
საქართველოს წინ ფიჯის ნაკრებია, რომელსაც 76,21 ქულა აქვს.
მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზე სამხრეთ აფრიკაა, მას მოსდევს ახალი ზელანდიის და ინგლისის მორაგბეთა ნაკრებები.