ახალი ამბები

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: ბილეთების გაყიდვის ტემპი ძალიან ცუდია

12 ივლისი, 2015 •
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: ბილეთების გაყიდვის ტემპი ძალიან ცუდია

“გაყიდულია 2 300 ბილეთი. ეს ძალიან ცუდი ტემპია. ამიტომ ჩვენ ალბათ 18:00 საათისთვის ვიტყვით, როგორ გაგრძელდება ამ ბილეთების გაყიდვა და როდის. ჩვენ მზად ვართ, რომ გავყიდოთ ბოლომდე, მაგრამ ღამე ხალხს ვერ გავაწამებთ”, – განაცხადა სიჭინავამ.

 

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროები დღეს, 09:00 საათზე გაიხსნა. 

 

ფეხბურთის ფედერაციამ ვაკის პარკის  კიბეების ზემოთ დადგა მონიტორი, სადაც გულშემატკივრები დაინახავენ, რამდენი ბილეთი გაიყიდა. შს სამნისტროს თანამშრომლები და ფეხბურთის ფედერაციის სტიუარდები და გულშემატკივრების მიერ შედგენილი სიების მიხედვით 50 ადამიანს 20-წუთიანი ინტერვალში უშვებენ სალაროების მიმართულებით.

 

GFF–ის განცხადებით, ერთ ადამიანზე გაიყიდება 4 ბილეთი. ბილეთების ფასია 18, 35 და 75 ლარი. სულ 22 ათასი ბილეთი გაიყიდება.

 

11 აგვისტოს სუპერთასის ფინალში ერთმანეთს “ბარსელონა” და “სევილია” დაუპირისპირდებიან.

 

თავდაპირველად, სუპერთასის ბილეთები biletebi.ge-ის უნდა გაეყიდა, თუმცა ხარვეზების გამო გულშემატკივრებმა ბილეთების ონლაინ შეძენა ვერ შეძლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი