ახალი ამბები

სუპერთასის ბილეთების რიგში გულშემატკივარი შეუძლოდ გახდა [ვიდეო]

12 ივლისი, 2015 •
სუპერთასის ბილეთების რიგში გულშემატკივარი შეუძლოდ გახდა [ვიდეო]

ფეხბურთის ფედერაციამ ვაკის პარკის კიბეების ზემოთ დადგა მონიტორი, სადაც გულშემატკივრები დაინახავენ, რამდენი ბილეთი გაიყიდა და რამდენია დარჩენილი. შს სამნისტროს თანამშრომლები და ფეხბურთის ფედერაციის სტიუარდები გულშემატკივრების მიერ შედგენილი სიების მიხედვით 50 ადამიანს 20-30 წუთიანი ინტერვალებით უშვებენ სალაროების მიმართულებით.

გულშემატკივრების მიერ შედგენილი სიების მიხედვით დადგენილ რიგში ის ადამინები აღმოჩდნენ, რომლებიც სიაში არ იყვნენ. ჯგუფის “ლიდერების” ნაწილმა და შსს-ს თანამშრომლებმა ამ პირებს რიგები დაატოვებინეს.

GFF–ის განცხადებით, ერთ ადამიანზე მაქსიმუმ 4 ბილეთი გაიყიდება. ბილეთების ფასია 18, 35 და 75 ლარი. სულ 22 ათასი ბილეთი გაიყიდება.

11 აგვისტოს სუპერთასის ფინალში ერთმანეთს “ბარსელონა” და “სევილია” დაუპირისპირდებიან.

თავდაპირველად, სუპერთასის ბილეთები biletebi.ge-ის უნდა გაეყიდა, თუმცა ხარვეზების გამო გულშემატკივრებმა ბილეთების ონლაინ შეძენა ვერ შეძლეს.

სუპერთასის ბილეთების რიგი 12.07.2015. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც გულშემატკივრების მიერ შექმნილ მეექვსე ჯგუფთან ერთად უკვე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებისკენ მიდიოდა, შეუძლოდ გახდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა მას ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება.

Posted by netgazeti.ge on 11 Июль 2015 г.

მასალების გადაბეჭდვის წესი