ვაკის პარკის მთავარ შესასვლელისან მიხეილ მესხის სახელობის სალაროებამდე ყველა გზა გადაკეტილია. ჯებირებად გამოყენებულია ყვითელი ავტობუსებიც. მობილიზებულია პოლიცია და სპეცრაზმი. დაცვა გაძლირებულია.
როგორც “ნეტგაზეთის” კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ფეხბურთის ფედერაციამ ვაკის პარკის კიბეების ზემოთ დადგა მონიტორი, სადაც გულშემატკივრები დაინახავენ, რამდენი ბილეთი გაიყიდა. შს სამნისტროს თანამშრომლები და ფეხბურთის ფედერაციის სტიუარდები გულშემატკივრების მიერ შედგენილი სიების მიხედვით 50 ადამიანს 20-წუთიანი ინტერვალით უშვებენ სალაროების მიმართულებით.
შს სამინისტროს თანამშრომლები სპეციალური საჭიროების მქონე პირებს ეხმარებიან სალაროების მიმართულებით გადაადგილბაში. ფეხბურთის გულშემატკივართა ნაწილი, რომელიც მოქალაქეების მიერ შედგენილ სიებში ვერ მოხვდა, სკანდირებენ : “ცოცხალი”. ისინი ცოცხალ რიგს მოითხოვენ. მათ შორის მოხდა დაპირისპირება და ერთმანეთის მიმართულებით ბოთლები ისროლეს.
GFF–ის განცხადებით, ერთ ადამიანზე გაიყიდება 4 ბილეთი. ბილეთების ფასია 18, 35 და 75 ლარი. სულ 22 ათასი ბილეთი გაიყიდება.
11 აგვისტოს სუპერთასის ფინალში ერთმანეთს “ბარსელონა” და “სევილია” დაუპირისპირდებიან.
თავდაპირველად, სუპერთასის ბილეთები biletebi.ge-ის უნდა გაეყიდა, თუმცა ხარვეზების გამო გულშემატკივრებმა ბილეთების ონლაინ შეძენა ვერ შეძლეს.