ახალი ამბები

სუპერთასის ბილეთების შეძენის ათასობით მსურველი ღამეს ვაკის პარკში ათენებს [ფოტო]

11 ივლისი, 2015 • 1137
სუპერთასის ბილეთების შეძენის ათასობით მსურველი ღამეს ვაკის პარკში ათენებს [ფოტო]

ფეხბურთის ფედერაციის და შსს-ს განცხადებების მიუხედავად, რომ სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთები  12 ივლისს, 09.00 საათიდან გაიყიდება იმ დროისთვის არსებული ცოცხალი რიგის მიხედვით, მოქალაქეები მაინც განაგრძობენ საკუთარი ინიციატივით შექმნილი რიგის ჟურნალში დარეგისტრირებას.

 

11 ივლისის 23.30 საათის მდგომარეობით მოქალაქეებმა ბილეთის შეძენის მსურველთა 80-მდე ჯგუფი შექმნეს. თითოეულ ჯგუფში 50 ბილეთის შეძენის მსურველია რეგისტრირებული, ანუ სულ 4000 ადამიანი. სულ 110 ჯგუფის შექმნას გეგმავენ, რაც საბოლოო ჯამში 5500 ადამიანი იქნება, ხოლო თუ ყველა ერთი ადამიანისთვის განსაზვრულ ბილეთების მაქსიმალურ რაოდენობას შეიძენს – 22 ათასი.

 

სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთი კი 24 ათასი უნდა გაიყიდოს. ვაკის პარკში, სადაც დამატებითი განათებები დაამონტაჟეს, მობილიზებული პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანები. 

 

ვაკის პარკის ასავლელი კიბეებიდან მიხეილ მესხის სტადიონის სალაროებამდე რკინის ჯებირის პარალელურად განლაგებულია ყვითელი ავტობუსები.

 

11 აგვისტოს დინამო არენაზე, სუპერთასის მატჩში ერთმანეთს უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული “ბარსელონა” და ევროპის ლიგის თასის მფლობელი “სევილია” დაუპირისპირდებიან.

 

თავდაპირველად, სუპერთასის ბილეთები biletebi.ge-ის უნდა გაეყიდა, თუმცა ხარვეზების გამო გულშემატკივრებმა ბილეთების ონლაინ შეძენა ვერ შეძლეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი