ახალი ამბები

ვაკის პარკში, ბილეთების რიგის გამო ქომაგებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]

12 ივლისი, 2015 •
ვაკის პარკში, ბილეთების რიგის გამო ქომაგებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]

ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც გულშემატკივრების მიერ შედგენილ სიებში არ ჩაეწერა, ჯებირების პირველ რიგებში დადგა. მან თქვა, რომ ქომაგების მიერ თვითნებურად შექმნილი ჟურნალი არ აინტერესებს და დილით ამის გარეშე, ფედერაციის სტიუარდების მიერ გაკეთებულ ჯგუფებს გაჰყვებოდა სალაროებთან სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთების შესაძენად.


სხვა გულშემატკივრებმა მას ინტრიგანი უწოდეს. მოქალაქეს რამდენიმე გულშემატკივარმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მან ვაკის პარკის ტერიტორია მალევე დატოვა. ადგილზე სამართალდამცავებს ამ ინციდენტისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ.


4 ათასზე მეტი ფეხბურთის გულშემატკივარი იმყოფება თბილისში, ვაკის პარკში და მუდმივად იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც სუპერთასის ბილეთების შესაძენად მივიდნენ და იქ ღამის გათენებას აპირებენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც. ბილეთების გაყიდვა 09:00 საათიდან დაიწყება.


 

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის. ერთ-ერთი მოქალაქე იმის გამო გაილახა, რომ გულშემატკივრების მიერ თვითნებურად შექმნილ რიგებზე თქვა, არ მაინტერესებსო.

Posted by Giorgi Diasamidze on Saturday, July 11, 2015

 

11 აგვისტოს დინამო არენაზე, სუპერთასის მატჩში ერთმანეთს უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული “ბარსელონა” და ევროპის ლიგის თასის მფლობელი “სევილია” დაუპირისპირდებიან.

 

თავდაპირველად, სუპერთასის ბილეთები biletebi.ge-ის უნდა გაეყიდა, თუმცა ხარვეზების გამო გულშემატკივრებმა ბილეთების ონლაინ შეძენა ვერ შეძლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი