ახალი ამბები

ეს გადაწყვეტილება ივანიშვილის დასასრულს კიდევ უფრო დრამატულს გახდის – კანდელაკი

10 თებერვალი, 2020 •
ეს გადაწყვეტილება ივანიშვილის დასასრულს კიდევ უფრო დრამატულს გახდის – კანდელაკი

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მიერ დღეს, 10 თებერვალს, მიღებული გადაწყვეტილება “ქართული ოცნების” დასასრულს კიდევ უფრო დრამატულს გახდის.

მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებით საქართველოს “საერთაშორისო იზოლაცია” გაძლიერდება.

“ყველას გვახსოვს ასლან აბაშიძის დასასრული. ის ძალიან ჰგაქვს ასლან აბაშიძეს, პრაქტიკულად, მისგან არაფრით განსხვავდება. დღეს გადაილახა წერტილი, რომლის შემდეგაც უკან დაბრუნება შეუძლებელია. ეს სიტუაცია “ქართულ ოცნებას” მხოლოდ ასუსტებს. სუსტის პოზიციიდან გადადგმული ნაბიჯია და აგერ, ვნახოთ, როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი. ივანიშვილის კლოუნი მოსამართლეების მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება, მის დასასრულს კიდევ უფრო დრამატულს გახდის”, – აცხადებს კანდელაკი.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით გიგი უგულავას სამწლიანი პატიმრობა მიესაჯა.

ადვოკატი: უგულავა გაასამართლა გენპროკურორმა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი