ახალი ამბები

უგულავას 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

10 თებერვალი, 2020 • 2989
უგულავას 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიგი უგულავას დამატებით 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას უზენაესი სასამართლო ავრცელებს. სასამართლომ თბილისის მერიის სხვა თანამშრომლებზეც გამოაცხადა განაჩენი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი გიგი უგულავას, გიორგი საბანაძის, დავით ავალიანის, დავით ალავიძის, ალექსი თაბუაშვილის მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით და ნაწილობრივ დააკმაყოფილა:

“გ. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით 6 თვით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

გიგი უგულავა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით, 2 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა.

დ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით 4 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

ა. თ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

დ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით 4 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება”, – ნათქვამია უზენაესი სასამართლოს განცხადებაში.


2018 წლის თებერვალში თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონის გაფლანგვის საქმეზე თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას 1 წლითა და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა ეს სასჯელი სხვა საქმეზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა.

უგულავას გარდა, ამ საქმეზე ბრალდებული იყო თბილისის მერიის ხუთი ყოფილი თანამშრომელი: თბილისის მერის ყოფილი მოადგილე დავით ალავიძე; თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი თავმჯდომარე გიორგი საბანაძე; თბილისის შესყიდვების სამსახურის ყოფილი უფროსი ალექსი თაბუაშვილი; ძველი თბილისის ყოფილი გამგებელი დავით ავალიანი და მისი მოადგილე დიმიტრი ჩხეიძე.

“უზენაეს სასამართლოში უვადოდ განწესებულმა მოსამართლეებმა პირველი პოლიტიკური დავალება უკვე მიიღეს. 10 თებერვალს კოლეგია, მერაბ გაბინაშვილისა და შალვა თადუმაძის შემადგენლობით, ზეპირი მოსმენის გარეშე, გამოაცხადებს გადაწყვეტილებას რამდენიმე წლის წინანდელ საქმეზე, ე.წ. თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე. ეს არის საქმე, რომელიც პირველ ინსტანციასა და სააპელაციოში დასრულდა ისე, რომ გიგი უგულავას სასჯელი უკვე მოხდილად ჩაეთვალა. დღეს, როცა [უზენაესმა] სასამართლომ საქმის განხილვა განაახლა, ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ თადუმაძისთვის დავალებაა მიცემული, რომ გიგი უგულავას თავისუფლება აღუკვეთონ”, – აცხადებდა უგულავას ადვოკატი ბასილაია.

გიგი უგულავას ადვოკატი, ბექა ბასილაია უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, შალვა თადუმაძის აცილების შუამდგომლობას აყენებსდა.

ბასილაიას განმარტებით, თბილისის განვითარების ფონდის საქმის გამოძიების დროს შალვა თადუმაძე მთავარი პროკურორის პოსტს იკავებდა, შესაბამისად, მას ექნებოდა გარკვეული შეხება აღნიშნულ საქმესთან, რაც მის ობიექტურობას გამორიცხავს.

ამავე თემაზე

ადვოკატი: უგულავა გაასამართლა გენპროკურორმა

ადვოკატი: უგულავა გაასამართლა გენპროკურორმა

მასალების გადაბეჭდვის წესი