ახალი ამბები

100/50 უკიდურესი კომპრომისია, თორემ მაჟორიტარები მუხრუჭს ისევ გამოვიყენებთ – ხუნდაძე

10 თებერვალი, 2020 • 1387
100/50 უკიდურესი კომპრომისია, თორემ მაჟორიტარები მუხრუჭს ისევ გამოვიყენებთ – ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ მაჟორიტარების რიცხვის 50-მდე შემცირება უკიდურესი კომპრომისია, რომლის იქითაც პოლიტიკური კრიზისია და ამბობს, რომ თუ მმართველი გუნდი ოპოზიციას სახიფათო თამაშში შეჰყვება, მაჟორიტარები “მუხრუჭს კიდევ ერთხელ გამოიყენებენ”.

ხუნდაძის თქმით, ოპოზიციამ რა საარჩევნო სისტემაც არ უნდა შესთავაზოს მმართველ გუნდს,  მარცხისთვის განწირულია.

“მრჩება შთაბეჭდილება, რომ მათი მხრიდან ყველა შემოთავაზება შეუთანხმებლობისთვის კეთდება, რომ საბოლოოდ მათთვის სასურველ, რევოლუციურ სცენარზე გადავიდნენ. ოპოზიციამ, პასუხისმგებლობასთან ერთად, სერიოზულობაც დაკარგა და სახიფათო თამაშს აგრძელებს. რაც დრო გადის, კიდევ უფრო ვრწმუნდები, რომ დესტრუქციული ძალა ქვეყნისთვის საზიანოა. სწორედ ამიტომ, საჭიროა სწორი და პრინციპული პოზიციის შენარჩუნება. 100/50-ზე შეთავაზება არის ის უკიდურესი კომპრომისი, რომლის იქითაც გარდაუვალი კრიზისია და მმართველი გუნდი ოპოზიციას სახიფათო თამაშში აღარ უნდა შეჰყვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ, მაჟორიტარები,  და არა მხოლოდ ისინი, მუხრუჭს კიდევ ერთხელ გამოვიყენებთ”, – განაცხადა ხუნდაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი