ახალი ამბები

კაცის მხრიდან საპირფარეშოში მოზარდების შესაძლო თვალთვალზე გამოძიება დაიწყო

7 თებერვალი, 2020 • 1667
კაცის მხრიდან საპირფარეშოში მოზარდების შესაძლო თვალთვალზე გამოძიება დაიწყო

რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, პედაგოგის ქმარი მასწავლებელთან მისულ არასრულწლოვნებს საპირფარეშოში უთვალთვალებდა, შსს-მ გამოძება დაიწყო.

საქმე ეხება „პრაიმტაიმის“ სტატიას, რომელშიც გამოცემა წერს, რომ კერძო რეპეტიტორთან მისულ მოზარდებს მასწავლებლის ქმარი, სავარაუდოდ, უთვალთვალებდა. „პრაიმტაიმის“ თანახმად, ამისთვის კაცი მობილურ ტელეფონს იყენებდა.

შსს-ში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებას, შენახვას, გამოყეებას, გავრცელებას ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარ უზრუნველყოფას გულისხმობს.

ეს მუხლი თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი