ახალი ამბები

2019-ში საქართველოდან თავშესაფრის მოთხოვნების რაოდენობა გაიზარდა – EU

7 თებერვალი, 2020 •
2019-ში საქართველოდან თავშესაფრის მოთხოვნების რაოდენობა გაიზარდა – EU

ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, 2019 წელს ევროკავშირის ქვეყნებში წინა წელთან შედარებით საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნების რაოდენობა გაიზარდა:

“მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში ეს ტენდენცია შემცირდა, 2019-ში თავშესაფრის მოთხოვნის მთლიანი რაოდენობა უფრო მეტი იყო, ვიდრე 2018 წელს, საქართველოს მოქალაქეების რიცხვი კი ევროკავშირში საერთაშორისო დაცვის მომთხოვნი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს შორის ერთ-ერთი წამყვანი იყო.”

2019 წლის ანგარიშში ასევე აღნიშნულია რომ საქართველოს მთავარობა თავშესაფრის მოთხოვნათა გაზრდილ რაოდენობასთან დაკავშირებული გამოწვევების გადაჭრას განაგრძობს. ამის მაგალითად ანგარიშში მოყვანილია პარლამენტის მიერ აპრილში მიღებულ კანონი, რომლითაც  საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ უკანონო ყოფნის ხელშეწყობა სისხლის სამართლის დანაშაული გახდა.

“არალეგალარული მიგრაციის პრობლემის მოსაგვარებლად და გამგზავრების წინა შემოწმების გასაუმჯობესებლად 2019 წლის დასაწყისში აეროპორტებში ერთობლივი კოორდინირებული ინიციატივა (Joint Operation Coordination Points 2019 Air და Joint Operation Focal Points 2019 Air) ამოქმედდა”,-წერია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იქნება თავშესაფრის მოთხოვნათა მუდმივი ზრდის საკითხის პროაქტიულად გადაჭრის გაგრძელება ევროკომისიისა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან მჭიდრო თანამშრომლობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი