ახალი ამბები

200 კგ-მდე მსხვილფეხა მდედრი საქონლის ექსპორტი აიკრძალა

7 თებერვალი, 2020 • 2094
200 კგ-მდე მსხვილფეხა მდედრი საქონლის ექსპორტი აიკრძალა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 200 კგ-მდე მსხვილფეხა საქონლის ექსპორტზე შეზღუდვები დაწესდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა №430 დადგენილებაში, რის საფუძველზეც  140-დან 200 კგ-მდე გაიზარდა საექსპორტო მსხვილფეხა პირუტყვის მასა.

სეს-ის ცნობითვე, შეზღუდვა არ ვრცელდება მამრი მსხვილფეხა პირუტყვის გაყვანაზე, თუმცა ამ შემთხვევაში, ექსპორტიორი ვალდებულია წარადგინოს საქონლის ჯიშის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გასცემს.

“წარმოდგენილი ცვლილებები ხელს შეუწყობს მსხვილფეხა საქონლის სულადობის გაზრდას და სანაშენე საქმიანობის ხელშეწყობას, რაც დამატებითი ღირებულების ადგილზე შექმნას და მეცხოველეობისა და გადამამუშავებელ სექტორში სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს. მესაქონლეობის დარგის განვითარების წახალისება სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რაშიც აქტიურად არიან ჩართულნი საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციები,” – აცხადებენ სააგენტოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი