გორთან, ცენტრალურ ავტომაგიტრალზე სატვირთო ავტომობილი ამობრუნდა.
როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სატვირთოს მძღოლს კი ადმინისტრაციული წესით დააჯარიმებენ ადმინისტრაციულ სამართალდართვვათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად.
მუხლი 250 ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს.
შემთხვევის ამსახველ კადრებს ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს.