ახალი ამბები

ხანძრის შედეგად ქალი დაიღუპა – საგანგებო

7 თებერვალი, 2020 • 577
ხანძრის შედეგად ქალი დაიღუპა – საგანგებო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ხანშიშესული ქალი გარდაიცვალა. უწყების ცნობითვე, ქავთარაძის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნებოდა, ადგილზე მისულ სამაშველო სამსახურს კი ქალი გარდაცვლილი დახვდათ.

“მეზობლების ინფორმაციით, დაკეტილ ბინაში, საიდანაც გამოდიოდა კვამლი, უნდა ყოფილიყო მოქალაქე. საცხოვრებელ სახლში შესულმა მეხანძრე-მაშველებმა ხანშიშესული ქალის ცხედარი იპოვეს. ამჟამად ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია“,-აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მათივე ცნობით, ძლიერი დაკვამლიანების გამო მიმდებარე ბინებიდან  7 მოქალაქის გამოყვანაც გახდა საჭირო.

მასალების გადაბეჭდვის წესი