როგორც მომხდარის შემდეგ საპატრიაქროს პრესსამსახურში განაცხადეს, მონასტერი ხშირად იფარებს სხვადასხვა ადამიანს, რომელთაგან „ერთმა მკვლელობა ჩაიდინა და მონასტერი დატოვა“.
გარეკანის ფოტოზე: მარტყოფის ღვთაების მონასტერი. ფოტო: ჯაბა ლაბაძე/ვიკიპედია
შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ მარტყოფის ღვთაების მონასტერში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 51 წლის კაცი, ინიციალებით კ.შ., დააკავეს.
მარტყოფის მონასტერში 5 თებერვალს ნაჯახით მოკლეს ერთი პირი, როგორც შსს აცხადებს, რუსეთის მოქალაქე, ინიციალებით ი.დ.
„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 5 თებერვალს გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მარტყოფთან მდებარე ღვთაების მონასტრის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ სენაკში, 1958 წელს დაბადებულ რუსეთის მოქალაქეს ნაჯახის გამოყენებით კისრის არეში დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. კ.შ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, – წერს შსს პრესრელიზში.
უწყების განცხადებით, სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს და პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი — ნაჯახი — ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
შსს-ს ცნობითვე, დაკავებული წარსულში მკვლელობისთვის არის ნასამართლევი. ახალი ბრალდება 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.