ახალი ამბები

მარტყოფის მონასტერში ადამიანი მოკლეს

5 თებერვალი, 2020 • 1740
მარტყოფის მონასტერში ადამიანი მოკლეს

მარტყოფის ღვთაების მონასტერში კაცი მოკლეს. ინფორმაციას ნეტგაზეთს შსს-ში უდასტურებენ.

უწყება ამბობს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

რაც შეეხება საპატრიაქროს, მისი პრესსამსახურის უფროსის – ანდრია ჯაღმაიძის თქმით, მონასტერი ხშირად იფარებს სხვადასხვა ადამიანს, რომელთაგან ერთმა მკვლელობა ჩაიდინა და მონასტერი დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი