09:30 სთ–ზე, სასტუმროში ,,ვერე პალასი”, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ნოდარ კერესელიძე და გოჩა ცოფურაშვილი სოფლის მეურნეობის სტატისტიკის მწარმოებლებისა და მომხმარებლების ერთობლივ სამუშაო შეხვედრას – “საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სასოფლო დასახლებების სტატისტიკის სტრატეგიული გეგმა” დაესწრებიან.
11:00 საათზე, “პირველ პრესკლუბში” ა/ო “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” სათემო პროგრამების ადვოკატირების ხელმძღვანელი მარიამ კორკოტაძე და აუტიზმის მქონე ბავშვის მშობლები, ირაკლი კაკაბაძის პიესას “აუტისტი-ტერორისტს” გააპროტესტებენ. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.
11:00-ზე თბილისის საკრებულოს ურბანული კომისიის თავმჯდომარე გოჩა ბაბუნაშვილი პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: სტიქიით დაზარალებულთათვის კომპენსაციის გაცემის პროცესის დაწყება; საერთო ზარალი; დატბორილი ტერიტორიის აღდგენის საკითხი. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა – 599 726565.
11:00 საათზე , თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა-თბილისის” წევრი თემურ გრიგალაშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა თბილისის რაიონების გამგეობებში .
11 საათზე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში თანამშრომელთა მასშტაბური გადამზადების ტრენინგების ციკლს გახსნის. მისამართი: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, რუსთავის გზატკეცილი, მე-17 კილომეტრი
11:00 საათზე – ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, მცხეთა-მთინეთის მხარის გუბერნატორი ნუგზარ ყიფიანი და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვაჟა ჩოხელი, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კაწალხევში ახლადაშენებულ ელექტროგამანაწილებელ ქსელს დაათვალიერებენ.
11:45-ზე გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელი საქართველოში პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ხუთი წლის ბავშვებთან დაკავშირებით სასკოლო მზაობის პროექტის შეთავაზება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა – 599 726565.
12:00 საათზე, “პირველ პრესკლუბში” „ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ვლადიმერ პუტინის განცხადება პატიმრების არ გადმოცემასთან დაკავშირებით. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.
14:00 საათზე სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“–ში „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ პროექტ „განავითარე ბიზნესის“ ფარგლებში ეკონომიკის ექსპერტების მონაწილეობით შეხვედრა–დისკუსიას გამართავს. თემა: მიკრო და მცირე ბიზნესში არსებული მდგომარეობა და პრობლემების გადაჭრის რეკომენდაციები
