“32 პაციენტიდან, რომლებმაც დაიწყეს პირველად მკურნალობა, 23 პაციენტს ვირუსი უკვე აღარ აღენიშნება. ამაზე მაგარი შედეგი რამე მკურნალობის დროს თუ გვქონია, არ ვიცი. ძალიან მაგარი შედეგია. გავიმეორებ, რომ ესენი მკურნალობას აგრძელებენ. თითოეული მათგანი აგრძელებს მკურნალობას”, – განაცხადა ვალერი კვარაცხელიამ დღეს, 7 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე.
საქართველოს მთავრობა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგამას ახორციელებს, რომელიც ითვალისწინებს წელიწადში 20 ათასი პაციენტისთვის უფასო მკურნალობის პროგრამას. პრემიერ-მინბისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პრეპარატით მკურნალობა, ჯამში, 2 მილიარდი დოლარის ხარჯებს გულისმხმობს.
საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ კომპანია “გილეადმა” საქართველოს მედიკამენტი უსასყიდლოდ გადასცა.
პაციენტების რეგისტრაცია სახელმწიფომ 2015 წლის 28 აპრილიდან დაიწყო.