გიორგი თარგამაძე „ფორმულას“ გენერალური დირექტორის მოადგილე გახდა

ამის შესახებ ინფორმაციას “ფორმულა” ავრცელებს.

არხის ცნობით,  ის პოლიტიკური და საზოგადოებრივი გადაცემების მიმართულებას ჩაუდგება სათავეში. აპრილში კი ეთერში გავა  მის საავტორო გადაცემა „დროება“ .

ანალოგიური სახელწოდების გადაცემა მიჰყავდა თარგამაძეს ტელეკომპანია “იმედში”, სადაც ასევე ხელმძღვანელობდა არხის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მიმართულებას.

ტელეკომპანია “ფორმულაში” პარტია “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ყოფილ თავმჯდომარეს თავდაპირველად მიჰყავდა გადაცემა “გიორგი თარგამაძის ფორმულა”.

გიორგი თარგამაძე 1999 წლის მოწვევის პარლამენტარი იყო, 2000-იანი წლების დასაწყისიდან კი პარლამენტი დატოვა და ტელეკომპანია “იმედში” დაიწყო მუშაობა. ის იყო “იმედის” საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების დირექტორი, ასევე, ყოველკვირეული გადაცემა “დროების” ავტორი და წამყვანი.