ახალი ამბები

“ოცნება” არჩევნებზე განახლებული სახით წარდგება – კობახიძე

4 თებერვალი, 2020 • 1674
“ოცნება” არჩევნებზე განახლებული სახით წარდგება – კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი გუნდი 2020 წლის არჩევნებზე განახლებული შემადგენლობით წარდგება.

დეპუტატს არ დაუკონკრეტებია ახალი სახეების გვარები, არც ის, ვინმე დატოვებს თუ არა მმართველ პარტიას.

“სახელებს ვერც უარყოფით და ვერც დადებით კონტექსტში ვერ დავასახელებ. ეს არც სწორი იქნება და არც გვაქვს დღეს სურათი გამოკვეთილი. თუმცა გუნდის განახლება, ბუნებრივია, ეს არის მუდმივი პრიორიტეტი და ყოველ არჩევნებზე უნდა განახლდეს გუნდი. ამას აკეთებს ყველა პარტია, რომელიც ფიქრობს საკუთარ პროგრესზე”, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, 2016 წელს “ქართული ოცნების” წარმატების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ გუნდის განახლება იყო.

“გახსოვთ, რომ 2016 წელსაც ჩვენ გვქონდა არსებითი განახლება, განსხვავებით ოპოზიციისგან, და ეს იყო ჩვენი წარმატების ერთ-ერთი საფუძველი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში. აქედან გამომდინარე, დღესაც, ბუნებრივია, ორიენტირებული ვიქნებით განახლებაზე და გუნდი აუცილებლად განახლებული სახით წარდგება ამ არჩევნებშიც”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, კობახიძის თქმით, “ქართული ოცნების” პროგრამა მინიმუმი 2020 წლის არჩევნებზე ყოველი მეორე ხმის მიღება იქნება.

არჩევნებზე მინიმუმ 2016 წლის შედეგი უნდა გავიმეოროთ – კობახიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი