ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის – პრეს-სპიკერის, ჰუა ჩუნინგის თქმით, ახალი კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2,1 პროცენტია. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინეთის საგარეო უწყება ავრცელებს.
როგორც ჩუნინგი აღნიშნავს, ახალი კორონავირუსით დაავადებულთა 2,1 პროცენტი გარდაიცვალა, რაც უფრო დაბალია, ვიდრე ებოლას თუ სხვა ვირუსების მაჩვენებელი, რომელთა გამოც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა.
4 თებერვლის მონაცემებით, კორონავირუსით:
- დაავადებულია 20 630 ადამიანი;
- გარდაცვლილია 427 (ორი – კონტინენტალური ჩინეთის ფარგლებს გარეთ);
- გამოჯანმრთელდა 636;
რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ინფექციურს – NCDC-ს რეკომენდაციები კორონავირუსზე
გარეკანის ფოტო: EPA