oxu.az–ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუშინ ქართველმა გულშემატკივრებმა აზერბაიჯანის დროშა ფეხქვეშ გათელეს.
კლუბის განცხადებით, ინფორმაციის თანახმად, მოვლენები დინამო არენას ტერიტორიის გარეთ მოხდა და დინამო თბილისი, როგორც ორგანიზატორი მხარე, ამ ფაქტზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.
“გვინდა აღვნიშნოთ, რომ მატჩის ოფიციალურ პროგრამაში ჩვენ არაერთხელ დავაფიქრისრეთ, თუ როგორი დატვირთვა აქვს აზერბაიჯანულ ფეხბურთს დინამოს ისტორიაში და თუ როგორი პატივია ჩვენთვის მეზობელი ქვეყნის გუნდის წინააღმდეგ ასპარეზობა. იმედს ვიტოვებთ, რომ მსგავსი ფაქტები ხელს არ შეუშლის ორი მეგობარი ქვეყნის ურთიერთობას და მათ სპორტულ წარსულს, აწმყოსა და მომავალს,”– ნათქვამია საფეხბურთო კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2 ივლისს დინამო არენაზე უეფას ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრაში დინამო თბილისმა აზერბაიჯანულ გაბალას უმასპინძლა. დინამომ გაბალა 2:1 დაამარცხა.
პირველ რიგში გვინდა დავაფიქსიროთ, რომ კლუბი სრულად ემიჯნება და გმობს გუშინდელ ინციდენტს, სადაც გავრცელებული ინფორმაციით …
Posted by FC Dinamo Tbilisi on Friday, July 3, 2015