სამინისტროს ცნობით, პრინცის შესაბამისი წერილი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზეა გამოგზავნილი, საუდის არაბეთში საქართველოს საელჩოს გადაეცა.
“ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარი სტიქიის შედეგად განვითარებულ მოვლენებს. გვსურს გამოვხატოთ ღრმა მწუხარება და მივუსამძიმროთ ქართველ ხალხს.
მძიმე დროს მეგობრები ყოველთვის ერთმანეთის გვერდში დგანან. ფონდი Alwaleed Philanthropies ერთ-ერთი პირველია მათ შორის, ვინც დახმარებას უწევს წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებს. გვწამს, რომ სტიქიური უბედურებების ლიკვიდაციის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეგვიძლია, ამიტომ დაუყოვნებლივ დავუკავშირდით საქართველოს ელჩს საუდის არაბეთში, რათა უზრუნველყოფილ იქნას ფონდის მიერ გამოყოფილი 300.000 აშშ დოლარის ოდენობის შენატანის განხორციელება სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად და დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩვენ ვლოცულობთ თქვენი და ქართველი ხალხისთვის,“ – საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულია საუდის-არაბეთის პრინცის წერილში, რომელიც მან საქართველოს პრემიერ-მინისტრს გაუგზავნა.
საუდის არაბეთის პრინცი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გასულ თვეში, 10 ივნისს ეწვია. პრემიერ-მინისტრმა მას საქართველოს საპატიო მოქალაქეობა მიანიჭა.