ახალი ამბები

საქართველოს მთავრობამ აშშ-ში ლობისტურ კომპანიას ხელშეკრულება გაუგრძელა

2 თებერვალი, 2020 •
საქართველოს მთავრობამ აშშ-ში ლობისტურ კომპანიას ხელშეკრულება გაუგრძელა

საქართველოს მთავრობამ ამერიკულ ლობისტურ კომპანია Chartwell Strategy Group-ს („ჩარტველი“) ხელშეკრულება გაუგრძელა. შესაბამის დოკუმენტს ხელი 2020 წლის 27 იანვარს მოეწერა.

ხელშეკრულების მიხედვით, ლობისტური კომპანია საქართველოს მთავრობას დაეხმარება საზოგადოებასთან ურთიერთობისა და აშშ-ის მთავრობასთან კომუნიკაციის კუთხით. კერძოდ, “ჩარტველი” საქართველოს მთავრობას ხელს შეუწყობს კონგრესთან და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ურთიერთობაში, რათა მიიღოს პოლიტიკური მხარდაჭერა და გაზარდოს საერთაშორისო უსაფრთხოების კუთხით აშშ-ის მხარდაჭერა. გარდა ამისა, ლობისტური ხელშეკრულება ითვალისწინებს პირდაპირი ამერიკული ინვესტიციების მოზიდვისა და ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების კუთხით მხარდაჭერას. გარდა ამისა, ლობისტური კომპანია საქართველოს მთავრობას უნდა დაეხმაროს როგორც ამერიკულ, ისე საერთაშორისო მედიასთან ურთიერთობაში.

მსგავსი ხელშეკრულების სანაცვლოდ „ჩარტველი“ 2019 წლის განმავლობაში ყოველთვიურად 65 000 აშშ დოლარს იღებდა, რაც ნიშნავს, რომ 12 თვეში მთავრობას ეს მომსახურება 780 000 აშშ დოლარი დაუჯდა.

როგორც რადიო “თავისუფლება” იტყობინება, Chartwell Strategy Group-ის დამფუძნებელია ტრამპთან დაახლოებული დეივიდ ტამასი, რომელიც Trump Victory Fund-ის ფინანსურ დირექტორად მუშაობდა.

ლობისტური ხელშეკრულების გაფრომებას წინ უძღოდა ამერიკელი კონგრესმენების მიერ საქართველოს მთავრობისთვის გამოგზავნილი ორპარტიული წერილები, სადაც გაკრიტიკებული იყო საქართველოს ხელისუფლებისა და ბიძინა ივანიშვილის ქმედებები, კერძოდ, პროპორციული არჩევნების ჩაგდება, აქციების ძალადობრივი დაშლა, სასამართლოს დაკომპლექტება ბიძინა ივანიშვილის მოკავშირეებით და ა.შ.

საქართველოს დავალება ამერიკელ ლობისტებს

მასალების გადაბეჭდვის წესი