ხობის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში კაცი დაჭრეს.
როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
შსს-ში აცხადებენ, რომ ბრალდებული უკვე დაკავებულია, თუმცა უყწყებაში მომხდარის შესახებ მეტ დეტალს არ ასაჯარეოებენ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დაჭრილის გარდა დაშვებულია კიდევ ერთი ადამიანი. როგორც Livepress-ი იუწყება, ბრალდებულმ გაქცევა სცადა და მეზობლის სახლს შეაფარა თავი, სადაც ასევე დაზიანება მიაყენა ერთ-ერთ ქალს.
Livepress-ის იფორმციით, დაჭრილს ხობის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაციის მსვლელობისას გარდაიცვალა. რაც შეეხება მეზობელ ქალს, ის ასევე დაზიანებებით გადაყვანილია ქუთაისის საავადმყოფოში.