ბოლნისში კაცის ცხედარი იპოვეს. როგორც “მთავარ არხთან” გარდაცვლილის თანასოფლელების აცხადებენ, კაცმა სახლი გუშინ ღამით დატოვა, დილით კი გარდაცვლილი იპოვეს.

მათი ინფორმაციით, კაცს ჭრილობა გულთან ჰქონდა მიყენებული.

ამ საკითხზე “ნეტგაზეთი” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში ამბობენ რომ გმაოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყეს, რაც განზრახ მკვლელობს გულისხმობს.