ახალი ამბები

ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონზე მე-15 ნომრად განთესილი ფელისიანო ლოპესი დაამარცხა

2 ივლისი, 2015 • 1191
ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონზე მე-15 ნომრად განთესილი ფელისიანო ლოპესი დაამარცხა

ფელისინო ლოპესთან გამარჯვების შემდეგ ქართველი ჩოგბურთელი უიმბლდონის ტურნირის მესამე წრეში გადავიდა, სადაც კიდევ ერთ ესპანელ სპორტსმენს დაუპირისპირდება. მომდევნო მატჩში ბასილაშვილი უიმბლდონის ტურნირზე მე-20 ნომრად განთესილ რობერტო ბაუტისტა-აგუტს შეხვდება.

23 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილს დღევანდელი გამარჯვებით 90 ქულა და 77 ათასი ფუნტი სტერლინგი მიიღო.

ბასილაშვილმა უიმბლდონის პირველი წრე არგენტინელ ფაკუნდო ბახნისის დამარცხებით დაიწყო, რომელსაც სამ სეტში – 6:4, 7:6, 6:2 აჯობა. ამ გამარჯვებით მან 29 ათასი ფუნტ სტერლინგი მიიღო. ქართველ ჩოგბურთელს ძირითად ბადეში გასვლისთვის 25 ქულა დაერიცხა, პირველი გამარჯვების შემდეგ კი- კიდევ 10.


საკვალიფიკაციო ბადეში წარმატებული თამაშით ბასილაშვილს 25375 გირვანქა უკვე ჰქონდა გამომუშავებული. 129-ე უიმბლდონის საპრიზო ფონდი 26,75 მილიონი გირვანქას შეადგენს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი. ლონდონი, დიდი ბრიტანეთი, 02.07.2015. ფოტო: EPA/SEAN DEMPSEY
ნიკოლოზ ბასილაშვილი. ლონდონი, დიდი ბრიტანეთი, 02.07.2015. ფოტო: EPA/SEAN DEMPSEY

მასალების გადაბეჭდვის წესი