ფუკუშიმას პრეფექტურული პოლიციის ვერტმფრენი, რომელსაც ტრანსპლანტაციისთვის გული გადაჰქონდა იაპონიიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას airlive.net ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევის შედეგად ეკიპაჟის შვიდივე წევრი დაშავდა, მათ შორის ერთი – მძიმედ.
ავიაკატასტროფისას ბორტზე პოლიციის სამი ოფიცერი ორი ტექნიკური პერსონალი და ორი ექიმი იყო. მათ ფუკუშიმადან გადასანერგად გამზადებული გული გადაჰქონდათ.
ორგანო ფუკუშიმაში მდებარე საავადმყოფოში 50 წლის კაცს ეკუთვნოდა, რომელსაც ტვინის სიკვდილი დაუდგინდა. ტრანსპლანტაცია რომელიც ტოკიოს უნივერსიტეტის საავადმყოფოში უნდა მომხდარიყო, გაუქმდა.