ახალი ამბებიგართობაკინო

“ფორსაჟის” თრეილერში საქართველოში გადაღებული კადრებიც მოხვდა [ვიდეო]

1 თებერვალი, 2020 • 10185
“ფორსაჟის” თრეილერში საქართველოში გადაღებული კადრებიც მოხვდა [ვიდეო]

“უნივერსალ ფიქჩერზმა” Fast & Furious 9-ის (ფოსრაჟი) პირველი ოფიციალური თრეილერი გაავრცელა, რომელშიც საქართველოში გადარებული კადრებიც მოხვდა.

ფილმის ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებები საქართველოში 2019 წლის სექტემბერში მიმდინარეობდა. ლოკაციებს შორის იყო თბილისში რუსთაველის და ვაჟ ფშაველას გამზირები.

“აწარმოე საქართველოშის” მიერ გავრცელებულ განცხადებით, ფილმის გადამღები ჯგუფი, 600 ადამიანისგან შედგებოდა, მათ შორის 425 ადგილობრივი პერსონალიო. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ საქართველოში გადაღებების წარმოებისათვის ბიუჯეტი 32 მილიონამდე ლარით არის განსაზღვრული.

Fast and Furious 9 (ფორსაჟი 9) პოპულარული ბლოგბასტერის მეცხრე ფილმი იქნება. ფილმებში მთავარ როლებს ვინ დიზელი, მიშელ როდრიგესი, იორდანა ბრიუსტერი, ტაირი გიბსონი, კრის ბრიჯისი, ნატალი რამსი, ჩარლიზ ტერონი, ჰელენ მირენი და ჯონ სენა ასრულებენ.

ფილმი კინოეკრანებზე 22 მაისს გამოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი