ახალი ამბები

აშშ-ის ელჩმა ზურაბიშვილს და ზალკალიანს რწმუნებათა სიგელები გადასცა

31 იანვარი, 2020 •
აშშ-ის ელჩმა ზურაბიშვილს და ზალკალიანს რწმუნებათა სიგელები გადასცა

ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს რწმუნებათა სიგელები გადასცა.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

დღეიდან ელჩი დეგნანი უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგება.

ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში ელჩი 2018 წლის აპრილიდან არ ჰყავდა. ელჩ იან კელის სწორედ ამ დროს ამოეწურა უფლებამოსილების ვადა.

დეგნანი კარიერული დიპლომატია, რომელიც ბოლო დრომდე აშშ-ის საზღვაო ძალების ევროპის ხელმძღვანელობის პოლიტიკური მრჩეველი იყო. ის ასევე იყო იტალიაში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტის აღმასრულებელი მდივნის მოადგილე, კოსოვოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე.

თეთრი სახლის ინფორმაციით, 25-წლიანი კარიერის განმავლობაში კელი დეგნანი აშშ-ის წარმომადგენლობებში მუშაობდა, მათ შორის, ნატოში (ბელგია), ანკარაში (თურქეთი) და ა.შ.

დეგნანს მიღებული აქვს Northwestern University-ის ბაკალავრის ხარისხი ჟურნალისტიკაში, ასევე, სამართლის დოქტორის ხარისხი სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი