ახალი ამბები

აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

31 იანვარი, 2020 •
აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ თანამდებობას დატოვა. როგორც ნეტგაზეთს უწყების პრესამსახურში უთხრეს, ჩოგოვაძე პირველი თებერვლიდან აღარ დაიკავებს ამ თანამდებობას. მათივე ცნობით, ის პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა.

ჩოგოვაძის პოსტიდან წასვლაზე კომენტარი ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამაც გააკეთა. მისი თქმით, გიორგი ჩოგოვაძეს “ახალი გამოწვევა აქვს” და “ახალი სფერო ჩაბარდება”.

“გიორგი ჩოგოვაძემ ძალიან კარგი სამუშაო გაწია. დიდი მადლობა მას ამისთვის. თუმცა ახალი გამოწვევა აქვს, რადგან ახალი სფერო ჩაბარდება. ამასთან დაკავშირებით ალბათ თავად მოგახსენებთ”,-აცხადებს თურნავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი