ახალი ამბებირეკლამა

პაშა ბანკი ჟურნალის Entrepreneur -ის სპონსორია

31 იანვარი, 2020 •
პაშა ბანკი ჟურნალის Entrepreneur -ის სპონსორია

პაშა ბანკის სპონსორობით ჟურნალმა Entrepreneur 30 იანვარს, სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi -ში პანელური დისკუსია გამართა. თემა იყო „ბიზნესტრენდები 2020 წელს“. ღონისძიებაზე ინდუსტრიის ლიდერებმა პრაქტიკული რჩევები მისცეს დამსწრე აუდიტორიას და 2020 წლის მოსალოდნელ ტენდენციებზე ისაუბრეს .

ღონისძიებას ესწრებოდნენ ჟურნალის Entrepreneur –ის გმირების, გამოცემის კონტრიბუტორები, ბიზნესპარტნიორები და Entrepreneur club -ის წევრები. საღამოს მოდერატორი Entrepreneur –ის მთავარი რედაქტორი გიორგი შარაშიძე იყო.

მსოფლიოში ცნობილი ამერიკული ბრენდი Entrepreneur წარმატებული ბისზნესისტორიების, პოზიტიური ინსპირაციისა და კვალიფიციური ბიზნესინფორმაციის ყოველდღიური სანდო წყაროა ანტრეპრენებისა და ბიზნესის მფლობელებისთვის მთელ მსოფლიოში.

პაშა ბანკი ბაქოში სათაო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში ოპერირებს. მაშა ბანკი მსხვილ და საშუალო დამცირე ზომის საწარმოებს კორპორატიულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას სთავაზობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი