ცხმორისის ცენტრში, წვეულებათა დარბაზში დღეს, პირველ ივლისს, გამართულ საიუბილეო საღამოზე სერგო ხალვაშს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მისალოცი ბარათი გადასცეს, საქართველოში რუსეთის წარმომადგენელმა, შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციის მრჩეველმა, ალან ხეთაგუროვმა კი ქედელ ვეტერანს საჩუქრად 1000 დოლარი გადასცა – ამის შესახებ „ბათუმელებს“ სერგო ხალვაშის შვილმა, ნოდარ ხალვაშმა უთხრა.
იუბილესთან დაკავშირებთ ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სერგო ხალვაშს 500 ლარი, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ კი 1000 ლარი გადასცა. სერგო ხალვაშთან ერთად მეორე მსოფლიო ომში გეგელიძეებიდან 13 ახალგაზრდა იბრძოდა, მათგან მხოლოდ ოთხი დაბრუნდა ცოცხალი.
ამჟამად სერგო ხალვაში მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ერთადერთი ვეტერანია ქედის მუნიციპალიტეტში. იგი ამბობს, რომ სტალინის დაცვაში მუშაობდა, ფაშიზმზე გამარჯვებას კი, როგორც თვითონ ამბობს, ერაყში შეხვდა. ის სამშობლოში 1946 წელს დაბრუნდა.
სერგო ხალვაშს 8 შვილი, 42 შვილთაშვილი და ორი შვილთაშვილის შვილთაშვილი ჰყავს.