ახალი ამბები

კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება – გამყრელიძე

31 იანვარი, 2020 •
კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ჩინეთის ორ არასრულწლოვან მოქალაქეს, რომლებიც გუშინ, 30 იანვარს, ტემპერატურით შეიყვანეს ინფექციურ საავადმყოფოში, H1N1 დაუდგინდათ, რაც კორონავირუსს გამორიცხავს.

ბრიფინგზე დაავადებათ კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა საქართველოს ორ მოქალაქეზეც ისაუბრა, რომლებიც ჩინეთიდან ჩამოვიდნენ. გამყრელიძის თქმით, აქედან ერთი თავად მივიდა ინფექციურ საავადმყოფოში, ხოლო მეორე აეროპორტიდან ტემპერატურით გადაიყვანეს. ამირან გამყრელიძე ასევე ამბობს, რომ შემოწმებით რაიმე ვირუსი არ დაუდგინდათ, თუმცა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მათი მონაცემები ჰოლანდიაში გააგზავნა, რათა შემოწმდნენ კორონავირუსის იმ სუბტიპზე, რომელსაც საქართველო ვერ ამოწმებს:

“ეს ადამიანებიც გაიტესტნენ გრიპზე, თუმცა მათ შემთხვევაში გრიპი არ დადასტურდა. გუშინ საღამოსთვის მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო. დღესაც მათი ჯანმრთელობა სრულად დამაკმაყოფილებელია. გუშინვე აუღეს სინჯები მოლეკულური კვლევებისთვის, ლუგარში გასატესტად. ორჯერ გატესტეს, რათა დავრწმუნებულიყავით. ჩვენ ვადგენთ 22 ვირუსზე რეაქციას. მათ შორის- კორონავირუსის ხუთ ტიპზე. პირველი ტესტი ყველაფერზე უარყოფითი იყო, ამიტომ მეორედ გადამოწმდა და დადასტურდა, რომ არცერთ ვირუსზე დადებითი რეაქცია არ იყო. მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენ ჯერჯერობით არ გაქვს კორონავირუსის ის სუბტიპი, რომელიც დღეს ჩინეთშია, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სამშაბათს ან ოთხაშბათს გვექნება, გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ მათი RNM-ები როტერდამში იგზავნება, სადაც შემოწმდება ამ სუბტიპზეც. ეს ხდება იმიტომ, რომ საბოლოოდ დავრწმუნდეთ, რომ კორონავირუსის იმ სუბტიპთან საქმე არ გაქვს. ჯერჯერობით ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება.”

მასალების გადაბეჭდვის წესი