ახალი ამბები

შსს: ჩხოროწყუში მომხდარ დაპირისპირებაზე ერთი პირია დაკავებული

30 იანვარი, 2020 • 1238
შსს: ჩხოროწყუში მომხდარ დაპირისპირებაზე ერთი პირია დაკავებული

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩხოროწყუში მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების საქმეზე ერთი პირია დაკავებული.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 1 პრიმა მუხლის გ. ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ძალადობას გულისმობს.

ფიზიკურ დაპირისპირებაზე თავდაპირველად ინფორმაცია მოძრაობა “შეცვალემ” გაავრცელა. მოძრაობაში ამბობენ, რომ ნაცემია მათი სამი აქტივისტი.

მოძრაობის წევრები დღეს ჩხოროწყუში ლევან და ჯუმბერ იზორიების წინააღმდეგ აქციას მართავდნენ და მათ იზორიების კლანის წევრებად მოიხსენიებდნენ.

როგორც “ნეტგაზეთს” ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უთხრეს, შემთხვევა დაახლოებით ერთი საათი წინ მოხდა მას შემდეგ, რაც აქცია უკვე დასრულებული იყო.

მოძრაობა “შეცვალეს” თქმით, ჩხოროწყუში მათ აქტივისტებს სცემეს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი