ახალი ამბები

შსს: ივნისში ვიზიტორთა რაოდენობა გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 9,3%–ით გაიზარდა

1 ივლისი, 2015 • 1013
შსს: ივნისში ვიზიტორთა რაოდენობა გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 9,3%–ით გაიზარდა

შსს–ს ცნობით, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:

ა) ტურისტი – 197 537 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 39,8%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 3,4%);
ბ) ტრანზიტი – 131 710 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 26,5%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 80%);
გ) სხვა – 167 511 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 33,7%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -12%).

 

“რაც შეეხება იანვარ-ივნისის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 2 332 303 ვიზიტი განხორციელდა, რაც 3,5%-ით მეტია 2014 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე,”– აცხადებს შსს. 

შსს–ს ინფორმაციით,  2015 წლის ივნისშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (-19,8%), აზერბაიჯანიდან (+15%), სომხეთიდან (+33%), რუსეთიდან (+47%) და უკრაინიდან (-5%) განხორციელდა. ასევე, უწყების ცნობით, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ივნისშიც გამოირჩნენ ლიტვა, ჩეხეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ლატვია და ნიდერლანდები (შესაბამისად, 27%, 26%, 22%, 18%, 13% და 12%), შუა აზიის ქვეყნებიდან- უზბეკეთი (110%) და ყაზახეთი (32%), აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან – ბელორუსიის და მოლდოვას მოქალაქეები 47% და 36%–იანი მატებით, ხოლო ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან – არაბათა გაერთიანებული საემიროები 678%-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 12%-იანი ზრდა.


მასალების გადაბეჭდვის წესი