ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

47%-დე გაიზარდა აფხაზეთ-საქართველოს საერთო კონფედერაციის მომხრეთა რაოდენობა – CRRC

30 იანვარი, 2020 •
47%-დე გაიზარდა აფხაზეთ-საქართველოს საერთო კონფედერაციის მომხრეთა რაოდენობა – CRRC

“CRRC საქართველომ” დღეს, 30 იანვარს, გამოაქვეყნა საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე.

ამ კვლევის მიხედვით, 2013 წელთან შედარებით, 2019 წელს უფრო მეტი ადამიანი ეთანხმება მოსაზრებას, რომ აფხაზეთსა და საქართველოს შორის კონფედერაციის შექმნა მისაღებია, ამასთან, აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიუღებელია აფხაზეთის დამოუკიდებლობა, ან – რუსეთის შემადგენლობაში არსებობა.

გამოკითხვის მონაწილეებს შესთავაზეს აფახეთთან ურთიერთობის რამდენიმე მოდელი და სთხოვეს დაფიქსირება, რამდენად მისაღები არის ან არ არის ეს მოდელი მათთვის.

“შეიქმნას კონფედერაცია აფხაზეთისა და საქართველოს შემადგენლობით” – ამ მოცემულობას 2013 წელს მოსახლეობის 49% ეწინააღმდეგებოდა, მომხრე კი, ჯამში, 23% იყო. 2019 წელს აღნიშნული მონაცემი მნიშვნელოვნადაა შეცვლილი და მოწინააღმდეგეთა რაოდენობა 32%-მდე არის შემცირებული, მომხრეების კი გაზრდილია 47%-მდე.

უფრო დეტალურად ნახეთ ქვემოთ მოცემულ სლაიდზე:

 

კვლევამ მსგავსი დამოკიდებულებები წარმოაჩინა სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებითაც:

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 9 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით; გამოპასუხების დონე 36%-ს შეადგენს; გამოკითხულია 2 317 რესპონდენტი.

ცდომილება:

  • 5% და 95% ახლოს მყოფი შეფასებისთვის: +/-0.7%
  • 10% და 90% ახლოს მყოფი შეფასებისთვის: +/-2.7%
  • 25% და 75% ახლოს მყოფი შეფასებისთვის: +/-3.7%
  • 50%-ის ახლოს მყოფი შეფასებისთვის: +/-4.1%

მასალების გადაბეჭდვის წესი